საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ნავთობის დღიური მოპოვების მილიონი ბარელით შემცირებას გაახანგრძლივებს.
მოსკოვი აგვისტოში ნავთობის ექსპორტს შეამცირებს დღეში 500,000 ბარელით.
ამგვარად ორივე ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება სურს.
რუსეთმა, თავის მხრივ, ნავთობის მოპოვების შემცირებით უპასუხა დასავლეთის სანქციებს, რომლებიც უკრაინაში ომის გამო დაუწესეს.
ნავთობის ორი უდიდესი მომპოვებლის გადაწყვეტილებები უკვე აისახა ნავთობის ფასზე.
Brent-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე $75,02 გახდა ბარელზე (+0,5%). ხოლო WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ბარელზე $70,15-მდე გაიზარდა (+0,52%).
საუდის არაბეთის მიერ შემცირებული ლიმიტი ძალაში წინა შაბათ-კვირას შევიდა და აგვისტომდე გაგრძელდება. ამჟამად მოპოვება დღე-ღამეში ცხრა მილიონ ბარელზე მეტს შეადგენს.
OPEC+-ის სხვა წევრი ქვეყნები კი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე შემცირებას 2024 წლამდე გააგრძელებენ.
საუდის არაბეთმა გამოაცხადა საკუთარი ახალი შემცირება, ივლისის გამომუშავება 9 მილიონ ბარელამდე დღეში.
ნავთობის ფასების ვარდნის გამო OPEC+-ის ქვეყნებს შემოსავლები შეუმცირდათ. საწვავზე მოთხოვნა გლობალურად იკლებს, რადგან ეკონომიკა მზარდი ინფლაციის გავლენას განიცდის.