ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებაც ისაუბრა. მინისტრის გამოსვლიდან გაირკვა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მოხდება, თუ მას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალს აშენდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან.
მინისტრმა გაიმეორა, რომ კლინიკის შენობის ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. გასამაგრებელია რიგელები, ასევე, კოლონები მეტალებით თუ სხვა საშუალებებით; ასევე შენობა საჭიროებს სახანძრო უსაფრთხოებისთვის ოთხ კიბეს; საავადმყოფოში არის წყლის პრობლემაც. მინისტრმა თქვა, რომ შენობის ფასადი არის სავალალო მდგომარეობაში, მასიური კონსტრუქცია შენობაზე თოკებით და ტროსებით არის მიბმული, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი, სანამ კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოხდება ორი პროექტის შედარება – არსებული შენობის რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოებით და მეორე – ახალი კლინიკის აშენება. მისი თქმით, შედარების შემდეგ, იმ ვარიანტს დაუჭერენ მხარს, რომელიც იქნება უფრო მიზანშეწონილი და გონივრული.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალი სხვადასხვა კლინიკaში არსებული ხელფასით დასაქმდებიან.
„დაწყებულია მოლაპარაკებები სხვადასხვა კლინიკასთან, დასაქმდებიან სხვადასხვა კლინიკაში, იგივე ღირსეული ხელფასიT, რაც დღეს აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა თებერვალში თქვა, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას აპირებდა, რასაც კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა.