საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს მთელი რიგი დაავადებების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში:
- ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7%-ით
- სასუნთქი სისტემის დაავადებები – 36%-ით
- ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები – 12.5%-ით
- თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 11.3%-ით
- კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 9%-ით
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.
2022 წელს გაზრდილია შიდსით დაავადები. ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა.
2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა.
2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 3.5%-ით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 კაცი).