სასტუმრო ამბასადორში ცეცხლის გაჩენის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს.
შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო ამბასადორის ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
ხანძარი სასტუმრო ამბასადორში 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.