საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა 20 თებერვალს კიევში ჩავიდა.
IMF-ის ხელმძღვანელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.
კიევში გეორგიევას ვიზიტის დროს უკრაინისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების პროგრამის დეტალებს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, სსფ უკრაინის ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების პროგრამას იწყებს.
ცოტა ხნის წინ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) გამოაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას სსფ-სთან უკრაინის მონიტორინგის პროგრამის პირველ და საბოლოო გადასინჯვასთან დაკავშირებით.
სსფ-ის შეფასებით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 2023 წელსაც გაგრძელდება და ქვეყნის საჭიროებებსა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მოხმარდება.
სავალუტო ფონდი მოელის, რომ სახელმწიფო სექტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აღდგენის პროცესში, კერძოდ, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად.