„საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“, – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება ოფიციალურ საიტზე 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ბლინკენის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, არსებობს ცნობები დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ.
“საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება”.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, “დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ხალხს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საატზე რუსთაველზე გაიმართება.