Penfold-ის ექსპერტთა ჯგუფის ბოლო კვლევის მიხედვით, თურქეთი 2023 წლის ზაფხულის ყველაზე ბიუჯეტურ დასასვენებელ ადგილად დასახელდა.
თურქეთში დამსვენებლების ყოველდღიური ხარჯები საშუალოდ მხოლოდ €15-ს შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თურქეთის კურორტები კარგი არჩევანია ტურისტებისთვის, რომლებსაც ზღვის სანაპიროზე დასვენება და, ამავდროულად, ისტორიული ღირსშესანიშნაობის დათვალიერება სურთ.
ამავე დროს, კვლევაში აღნიშნულია, რომ რეიტინგის შედგენისას, არ იყო გათვალისწინებული თურქეთისკენ მგზავრობის ღირებულება და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში დასვენების საბოლოო ფასი ევროპელებისთვის უფრო მაღალი გამოვა. შესაძლოა, უფრო მეტი ვიდრე, მაგალითად, პოლონეთში, რომელმაც რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა.
ევროპაში ყველაზე იაფი მიმართულებები 2023 წლის ზაფხულში:
- თურქეთი – საშუალო დღიური ბიუჯეტი – €15.
- პოლონეთი – €21
- ბულგარეთი – €26,5
- უნგრეთი – €32
- რუმინეთი – €37
- ხორვატია – €39
- კვიპროსი – €46
- პორტუგალია – €57,5
- საბერძნეთი – €62
- ესპანეთი – €68
2023 წლის ზაფხულის სეზონზე თურქული ქალაქი ბოდრუმი ხმელთაშუა ზღვის ყველაზე იაფი კურორტების სამეულში შედის. ექსპერტებმა დათვალეს, რომ ერთი ადამიანის კვება საშუალოდ €5 ღირს, ხოლო სეზონის პიკის დროს სასტუმროში ღამისთევა დაახლოებით €80 ჯდება. გარდა ამისა, ბოდრუმს შესანიშნავი პლაჟები აქვს.
ხოლო ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი იზმირი ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სიის ლიდერია. ხმელთაშუა ზღვის ეს საპორტო ქალაქი ცნობილია თავისი ბაზრებითა და უძველესი არქიტექტურული ძეგლებით. იზმირში არ არის კარგი პლაჟები, მაგრამ იქიდან მარტივად შეიძლება მოხვდეთ პოპულარულ კურორტებზე ალაჩატში და ჩესმეში.
Penfold-ის ექსპერტები მოგზაურებს, ვისაც სურს, ზედმეტ ხარჯებს აარიდოს თავი, ურჩევენ, გაითვალისწინონ გაცვლითი კურსი, შვებულება არ დაგეგმონ სეზონის პიკზე და შეადარონ ავიაბილეთების, განსახლებისა და გართობის ფასები. ასევე, ისარგებლონ ფასდაკლებითა და სხვადასხვა სარეკლამო შეთავაზებით.