Imagine Dragons-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 100 ლარიდან იწყება!
ინფორმაცია Black Sea Arena-ს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
„Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.
ბილეთების შეძენას დღეს, 16:00 საათიდან TKT.ge-ზე შეძლებთ, Star Ring-ის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე და Super App-ში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბილეთის ფასი 100 ლარიდან იწყება და სექტორების მიხედვით 1 000 ლარამდე იზრდება.
ფასები ასე მერყეობს: 100, 150, 200, 250, 300, 400, 430 და 1 000 ლარი.
31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი Imagine Dragons კონცერტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. კონცერტი 31 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.
შარშან სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და Black Sea Arena-ზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფდა.
Starring Georgia 2-წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მუსიკოსებს უმასპინძლებს. აგვისტოში საქართველოს ეწვევიან: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus, All Day I Dream.