ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრობარათებზე საშუალოდ ურიცხავდნენ 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას.
ისინი ჩართულნი იყვნენ ამ პროგრამაში და ევალებოდათ სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის გადაცემულ აგრო ბარათებზე დარიცხული ქულების სანაცვლოდ, მოეხდინათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაცია.
უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ეს მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80%-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრობარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100%-ს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.