2024 წლის იანვარში საბერძნეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 14,4-ჯერ (1 340%-ით) გაიზარდა.
თუ წინა წლის იანვარში ევროპის ამ ქვეყანაში საქართველომ $353,6 ათასი პროდუქტი გაყიდა, წლს იანვარში ეს მაჩვენებელი $5,095 მლნ-მდე გაიზარდა. შესაბამისად, საბერძნეთი იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც საქართველომ 2024 წლის იანვარში ყველაზე დიდი რაოდენობით ადგილობრივი პროდუქტი გაიტანა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, იანვარში საბერძეთში გაზრდლი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ 6 სასაქონლო ჯგუფზე მოდის:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $4,343 მლნ;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $617 ათასი;
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – $63,9 ათასი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $32,7 ათასი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $29,3 ათასი
- კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი – $8,1 ათასი
ამ პროდუქტებიდან წინა წელს საექსპორტო ჩამონათვალში მხოლოდ ნავთობი და ნავთობპროდუქტები ფიქსირდებოდა. დანარჩენი პროდუქცია საექსპორტო სიას ახლა დაემატა.
ცნობისათვის, 2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $338.6 მლნ. შეადგინა, რაც 26.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საგულისხმოა, რომ ადგილობრივი ექსპორტი(ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9%-ით შემცირდა და $158.2 მლნ აშშ-ს გაუტოლდა.