საბანკო სექტორის საოპერაციო მოგება მარტში (m.m) 300 მლნ ლარით (65%) გაიზარდა (01.03.2023 – ₾ 455 მლნ) და 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 751 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო ბანკების საერთო წმინდა მოგება 50%-ით არის გაზრდილი.
მარტში ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა საქართველოს ბანკს, რომელსაც პირველი კვარტლის ბოლოს 341 მილიონი ლარის საოპერაციო მოგება უფიქსირდება.
მეორე ადგილზეა თიბისი ბანკი 301,150 მილიონი ლარით.
ამ ორ ბანკზე მოგების მთლიანი მაჩვენებლის 85%-ზე მეტი მოდის (642,7 მილიონი ლარი).
1-ელი აპრილისთვის ბაზარზე 3 ზარალიანი ბანკი რჩება, ციფრული ბანკი პეისერა, რომელსაც საქმიანობა ჯერ არ დაუწყია; სილქ ბანკი და სანქცირებული ვითიბის შვილობილი, რომელიც მომხმარებლებს არ ემსახურება. რუსული ბანკის შვილობილს 1,5 მლნ ლარის საოპერაციო ზარალი უფიქსირდება.
პაშა ბანკი კი, რომელსაც რე/ბანკის ინვესტირებისთვის გაწეული ხარჯების გამო თვეების განმავლობაში ზარალი მოჰყვებოდა, მარტისთვის მომგებიანებში ინაცვლებს.
ბანკების რეიტინგი საოპერაციო მოგების მიხედვით:
ბანკები Q1/2023 01.03.2023 (მლნ.ლარი)
- BOG 341,577 210,210
- TBC 301,150 178,234
- LB 31,036 19,224
- Credo 22,203 13,569
- BB 14,553 10,606
წყარო: ბიზნესპარტნიორი