რუსი ტუროპერატორები ამბობენ, რომ მზად არიან გაგზავნონ რუსი ტურისტები საქართველოში. პირდაპირი ფრენების აკრძალვამდე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება იყო ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყანას შორის.
ტურისტული კომპანიები რუსეთში აცხადებენ, რომ ქართველ პარტნიორებთან ურთიერთობა შენარჩუნებულია და ისინი რუს ტურისტებს ელოდებიან. ასევე ამბობენ, რომ ტურისტული მიმოსვლის ინტენსივობა დამოკიდებული იქნება პირდაპირი რეისების აღდგენის დროსა და ბილეთების ფასებზე.
რუსი ტუროპერატორი FUN&SUN აცხადებს, რომ საქართველოს მიმართულება მოთხოვნადია ახლაც, პირდაპირი ფრენების არარსებობის პირობებშიც.
ჯერ ქართულმა მხარემ ავიაკომპანიებზე ფრენების ნებართვა უნდა გასცეს. ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც ცნობილია, დღეს, 10 მაისს ვლადიმერ პუტინმა გააუქმა 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება, რომელიც კრძალავდა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას კრძალავდა.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომ თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.