რუსეთს მარცვლეულის ექსპორტის პრობლემა აქვს იმის გამო, რომ მისი პორტები გადატვირთულია. ამ მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარულია.
ხორბლის ამხელა მარაგები ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
ივლისში რუსეთმა ექსპორტზე რეკორდული მოცულობის – 4,4 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა, რაც საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 60%-ით მეტია.
ამავდროულად, აზოვის ზღვაში ზოგიერთმა ტერმინალმა მარცვლეულის მიღება შეწყვიტა სასაწყობე სივრცის ნაკლებობის გამო.
რუსული პორტები აზოვის ზღვაშიც გადატვირთულია. აზოვის ზღვის პორტებიდან გემები როგორც წესი, ქერჩის სრუტეში შედიან და იქ მარცვლეული იტვირთება უფრო დიდ გემებზე, რომლებიც შავი ზღვის გავლით სხვადასხვა მიმართულებით გადიან.
მაგრამ ამჟამად ქერჩის სრუტეში დაბომბვის საფრთხის გამო, ნავიგაცია შეზღუდულია.
რუსულ ნავთობტანკერზე უკრაინელების თავდასხმის შემდეგ, ზოგიერთი გემთმფლობელი რუსეთის პორტებში შესვლისას უფრო მეტად ფრთხილობს. ამიტომ რუსეთმა აქტიურად დაიწყო გემების დაქირავება მცირე გემთმფლობელებისგან, რომლებთანაც მსხვილი მოვაჭრეები არ მუშაობენ.
საექსპორტო მარცვლეულის ნაწილი, რომლის უცხოეთში გატანას რუსეთი ცდილობს, უკრაინიდან არის მოპარული.
2023 წლის მაისში სატელიტიდან გადაღებულმა ფოტოებმა დაადასტურა ყირიმიდან ფარული ექსპორტის რუსული სქემის არსებობა.
მაგრამ რუსებს ამ მარცვლეულის გაყიდვისას პრობლემები ექმნებათ. ქვეყნების უმეტესობა უარს ამბობს მარცვლეულის შეძენაზე, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ყირიმიდან არის გატანილი.
თუმცა, მედია წერს, რომ მოპარული მარცვლეული თურქეთსა და სირიაში გაიყიდა. ასევე, შესაძლებელია, ხორბალი აფრიკაშიც გასულიყო.