რუსეთმა დაიკავა უკრაინის ლითიუმის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოთხი საბადოდან ორი. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
11 იანვარს რუსეთმა განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა შევჩენკოზე, სოფლის დასახლებაზე დონეცკის რეგიონში, სადაც უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ლითიუმის საბადო მდებარეობს.
ლითიუმი არის ელექტრო მანქანებისა და სხვა მოწყობილობების ბატარეების ძირითადი კომპონენტი და უკრაინა მნიშვნელოვან რეზერვებს ფლობს. გეოლოგიური კვლევების თანახმად, უკრაინას აქვს დაახლოებით 500,000 ტონა გამოუყენებელი ლითიუმი, ერთ-ერთი უდიდესი მარაგი ევროპაში.
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ლითიუმის საბადოების ხელში ჩაგდებამ შეიძლება შეაფერხოს ევროპის ქვეყნების მცდელობები, გადავიდნენ მწვანე ენერგიაზე.
“თეთრი ოქრო”, ლითიუმი აუცილებელი მასალაა ბატარეებისთვის, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობებში, სმარტფონებში, ლეპტოპებსა და ელექტრომობილებში.
ექსპერტების თქმით, უკრაინის წიაღისეული სიმდიდრე არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია.
უკრაინის საბადოები ასევე მნიშვნელოვანი რესურსია ევროპისთვის. ლითიუმის რესურსის მოძიებით ევროპა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება უცხოელ მომწოდებლებზე, მათ შორის ჩინეთზე.