რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი მინიმუმამდე დაეცა და ტონაზე საშუალოდ $275 შეადგინა.
თუ მარცვლეულის ფასი კიდევ დაიწევს, მწარმოებლებმა შესაძლოა, ხორბლის რეალიზაცია შეაჩერონ, რადგან მისი გაყიდვა წამგებიანი გახდება.
ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ხორბალზე ფასის შემდგომ ვარდნას მარცვლეულის ბაზარზე მუდმივად მაღალი მოთხოვნის არსებობა შეაჩერებს.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტმა მიმდინარე სეზონში (2022 წლის ივლისი-2023 წლის ივნისი) შეიძლება, 60 მილიონ ტონას მიაღწიოს.
ცნობისთვის, 15 თებერვლიდან რუსეთს მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა აქვს დაწესებული – 25,5 მილიონი ტონამდე. შეზღუდვის მოქმედების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდეა განსაზღვრული.