რუსეთის მთავრობა 2024 წლის 1-ელ აპრილამდე წყვეტს ნავთობის, გაზისა და კონდენსატის მოპოვების შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლების გამოქვეყნებას.
ყოველთვიური მონაცემების გასაჯაროება უკვე მარტიდანაა აკრძალული. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემი, რომლის გარეშე მშპ-ის პროგნოზირება ვერ მოხდება,
თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, შეჩერდა მონაცემების გამოქვეყნება, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ეკონომიკაში არსებული ვითარების შესაფასებლად. მათ შორის, ინფორმაცია იმპორტისა და ექსპორტის, საგარეო ვაჭრობისა და ნავთობის წარმოების შესახებ.
გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო საიდუმლოდ გამოაცხადა ინფორმაცია ოქროს მარაგებისა და სავალუტო რეზერვების შესახებ.