ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა გაყინა ფინეთის დიპლომატიური მისიების ანგარიშები.
მოსკოვში საელჩოს გარდა, ფინეთს აქვს გენერალური საკონსულო პეტერბურგში. საკითხის გასარკვევად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას დაუკავშირდა და კომუნიკაციის შემდეგ განაცხადეს, რომ „ვითარება მძიმეა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“.
აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მდებარე ფინეთის საელჩოში მიიღეს კონვერტები, რომლებშიც უცნობი თეთრი ფხვნილი აღმოაჩნდა.
მაისში, რუსეთმა აღშფოთება გამოთქვა ფინეთში მის საკონსულოზე თავდასხმის გამო.