რუსეთმა კიდევ ერთხელ შეაჩერა უკრაინის გემების შესვლა და ინსპექტირება „მარცვლეულის დერეფანში“.
გემების ინსპექტირება შავი ზღვის პორტებში, რომელიც რუსეთს აქვს ანექსირებული, შეჩერებულია.
რუსეთის ფედერაციის ასეთი ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ინსპექტირების გეგმის შედგენას ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის პროცედურების შესაბამისად, რომელიც ინსპექტირების ყოველდღიურ კოორდინაციას ითვალისწინებს, – აცხადებენ მთავრობაში.
თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ამ დროისთვის 90 გემი დგას, რომლებიც ინსპექტირებას ელოდებიან.
აპრილში „მარცვლეულის დერეფნით“ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა 3 მლნ ტონასაც კი ვერ მიაღწია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა გემების ინსპექტირების პროცესი დაბლოკა. მისი ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის მოქმედ სამმხრივი ხელშეკრულების პირობებს. თუმცა, რუსეთი კვლავაც მიმართავს შანტაჟს და დერეფნის გახსნის სანაცვლოდ მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას სოფლის მეურნეობის ექსპორტზე, საბანკო ტრანზაქციებზე, ფინანსური აქტივებზე, აგრეთვე, ამიაკის ექსპორტის აღდგენას ტოლიატი-ოდესას მილსადენით.