რუსეთმა თავდაცვის ხარჯები გააორმაგა და ის უკვე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მესამედს შეადგენს. ამის შესახებ Reuters წერს.
მთლიანობაში, რუსეთმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში 14,97 ტრილიონი რუბლი დახარჯა, საიდანაც 5,59 ტრილიონი რუბლი გამოიყო სამხედრო საჭიროებებისთვის, რაც ექვსი თვის მთლიანი ხარჯის 37%-ზე მეტია.
საერთო ჯამში, პირველ ექვს თვეში რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ ომზე მთელი წლისთვის დაგეგმილ თანხაზე 600 მილიარდით მეტი დახარჯა, რაც 2023 წლისთვის გათვალისწინებული ხარჯების 19,2%-ია.
სამხედრო ხარჯების მატებამ განაპირობა სამრეწველო წარმოების ზრდა რუსეთში, თუმცა, იმავდროულად შექმნა ბიუჯეტის დეფიციტი.