შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

რუსეთი 2025 წელს სამხედრო ხარჯებს მკვეთრად გაზრდის – Bloomberg

ავტორი Nona
11:07, 24 სექტემბერი, 2024
- ეკონომიკა, საზოგადოება, სიახლეები
რუსეთის სამხედრო ხარჯები, უკრაინის ომი

AFP

გაზიარებაგაზიარება

რუსეთის ფედერაცია მომავალ წელს  უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მშპ-ს 6%-ის დახარჯავს. აგრესორი ქვეყანა 2025 წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების მეოთხედით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით წერს. 

მომავალ წელს რუსეთის ბიუჯეტში „თავდაცვის” ხარჯები $142 მილიარდს მიაღწევს. ეს მშპ-ს 6,2%-ს უტოლდება. Bloomberg-ის გათვლებით, რუსეთის სამხედრო ხარჯები 2026 წელს მშპ-ს 5,6%-ს, ხოლო 2027 წელს 5,1%-ს მიაღწევს.

როგორც ჩანს, რუსეთი ომის შეწყვეტას არ აპირებს. მთლიანობაში, მომავალ წელს კრემლი ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ს დახარჯავს ჯარსა და სხვა სამხედრო უწყებებზე. ეს მეტია, ვიდრე ერთობლივი ასიგნებები განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დახმარებისთვის.

ამასთან, ბიუჯეტის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რუსეთის მთავრობა მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მშპ-ს 0,5%-მდე ელოდება გაზისა და ე.წ. არა ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდით.

Bloomberg ვარაუდობს, რომ ამის პარალელურად, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა გაიზარდოს. 

დასავლელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ პუტინი კვლავ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, მოიგოს უკრაინის წინააღმდეგ ომი. ამავდროულად, კრემლიც და თავად რუსებიც მზად არიან ნებისმიერი დანაკარგისთვის ომის გასაგრძელებლად

როგორც Forbes Ukraine წერს, რუსეთს რაკეტების წარმოება ყოველთვიურად $1,1 მილიარდი უჯდება, თვითმფრინავების – დაახლოებით $100 მილიონი. ხოლო წარმოების მთლიანი მაჩვენებელი თვეში 132-171 რაკეტაა.

რუსეთი ყველაზე მეტ ფულს – თვეში $585 მილიონს ხარჯავს X-101 ტიპის საკრუიზო რაკეტების წარმოებაზე. „კალიბრისთვის“ – $228 მილიონი იხარჯება ყოველთვიურად. რუსეთის ფედერაცია თვეში საშუალოდ ამ ტიპის 45 და 35 რაკეტას აწარმოებს.

რუსეთს ახალი ისკანდერ-K და ონიქსის რაკეტები ყოველთვიურად $38 და $13 მილიონი უჯდება. ყოველთვიურად $135 მილიონს და $60 მილიონს ხარჯავს ისკანდერ-მ-ის და „კინჟალის” ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე. Forbes-ის დაზვერვის წყაროს ინფორმაციით, ყოველთვიურად დაახლოებით 45 ისკანდერს და 6-მდე „კინჟალს” უშვებენ.

მოსკოვი დაახლოებით $100 მილიონს ხარჯავს შაჰედ-136 ტიპის კამიკაძე დრონებზე და ყოველთვიურად 500-ზე მეტ ერთეულს აწარმოებს.

 

თეგები: ისკანდერიკალიბრიკამიკაძე დრონირუსეთის ბიუჯეტისამხედრო ხარჯებიუკრაინის ომიშაჰედ-136

დაკავშირებული სიახლეები

ომი უკრაინაში
საზოგადოება

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

12:55, 14 მაისი, 2025
ტრამპი, პუტინი
საზოგადოება

მოსკოვმა უარი უთხრა ტრამპს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე

21:53, 1 აპრილი, 2025
რა შედეგით დასრულდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკები ერ-რიადში- რა არის ცნობილი
საზოგადოება

რა შედეგით დასრულდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკები ერ-რიადში- რა არის ცნობილი

11:04, 25 მარტი, 2025
ომის დანაშაულებების გამოძიება, პუტინი, უკრაინის ომი
საზოგადოება

ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინის ომის დანაშაულების გამოძიება შეაჩერა: NYT

11:36, 17 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved