რუსეთიდან მარცვლეულის საექსპორტო გადასახადი 17 მაისიდან შემცირდება. საგადასახადო განაკვეთი ზედიზედ მეექვსე კვირაა მცირდება. ხორბლის ექსპორტზე განაკვეთი 10.4%-ით შემცირდება.
ასევე, შემცირდება განაკვეთი ქერისა და სიმინდის ექსპორტზე.
გადასახადები გამოითვლება საორიენტაციო ფასების მიხედვით, რომელიც დაფიქსირდება $277,9 ტონა ხორბლისთვის, $215,9 ქერისთვის და $220,4 სიმინდისთვის.
რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი გადასახადები შემოიღო. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად, ფასების ინდიკატორების საფუძველზე ითვლება მოსკოვის ბირჟაზე დაფიქსირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასების საფუძველზე.