21 ივნისიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადი 0,6%-ით შემცირდება და ერთ ტონაზე 2613 რუბლს შეადგენს, რაც $31-ზე ცოტა მეტს უდრის.
ქერისთვის გადასახადი უცვლელია, ხოლო სიმინდისთვის – 1189.9 რუბლიდან 1168.1 რუბლამდე დაეცემა.
საექსპორტო გადასახადის განაკვეთები მარცვლეულის საორიენტაციო ფასებზე დაყრდნობით გამოითვლება.
ახალი განაკვეთები 27 ივნისის ჩათვლით ამოქმედდება.
რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 2 ივნისიდან შემოიღო, რაც ითვალისწინებს მცურავ გადასახადებს ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე. მიღებული თანხები სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდიაზე იხარჯება.
გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად გამოითვლება მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასების საფუძველზე.
2022 წლის ივლისიდან გადასახადის განაკვეთები რუბლში განისაზღვრება. გადასახადი საბაზო და საორიენტაციო ფასს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.