რუსეთმა მზესუმზირას ზეთის ექსპორტზე საგადასახადო განაკვეთი 20%-ით დაწია. განაკვეთი უკვე მეორე თვეა მცირდება. ამგვარად რუსეთი მზესუმზირას ზეთის ექსპორტის გაზრდას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში პროდუქციის დიდი მოცულობით არის გამოწვეული.
ამჟამად საექსპორტო გადასახადი ტონაზე 1 122.2 რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით $14-ია. ახალი განაკვეთი 2023 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
ახალი განაკვეთის პირობებში ერთი ტონა რუსული მზესუმზირას ზეთის ფასი $1 030,7 შეადგენს. ერთი თვის წინ ფასი $1 100,1 იყო.
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთი მზესუმზირას ზეთის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო უკრაინის შემდეგ. წელს მისი წარმოება გაიზარდა, 2022 წლის სეზონზე მზესუმზირას დიდი მოსავლის გამო.
რუსული ზეთის წილი მზესუმზირას ზეთის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 34%-ს შეადგენდა. სავარაუდოდ, წელს მისი წილი გაიზრდება ქვეყანაში პროდუქციის ზრდისა და უკრაინის წარმოების შემცირების გამო იქ, სადაც ზეთის ქარხნების ნაწილი კონფლიქტის ზონაში მოექცა.
როგორც ცნობილია, რუსეთმა საკუთარი წარმოებისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა. ამიტომ ზუსტი მონაცემები უცნობია.