2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.
PMCG-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსების შემოდინებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა –როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა-გასვლის დეტალური მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთის 1.5 მილიონზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე; დამატებით 20 ათასი გავიდა, რაც საქართველოდან რუსების გადინების საწყის ეტაპზე მიუთითებს.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ცხოვრობს საქართველოში.
PMCG კვლევითი ცენტრის კალკულაციით, საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 2022-2023 წლებში ჩამოსული რუსეთის სულ მცირე 40 ათასი მოქალაქე.