რუსეთის ცენტრალურ ბანკს სურს, მიიღოს მეტი ინფორმაცია უმსხვილესი ექსპორტიორებისგან მათ მიერ განხორციელებული სავალუტო ოპერაციების, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ.
ამით ის ცდილობს, გააკონტროლოს ფინანსური ნაკადები, რომელიც ქვეყნიდან გადის. სურს, ამგვარად შეზღუდოს ქვეყნიდან ვალუტის გადინება, რაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
უცხოურმა კომპანიებმა აქტივების გაყიდვის შემდეგ კაპიტალის გატანა დაიწყეს, რამაც რუბლის კურსის ვარდნა განაპირობა.
კრემლი ამზადებს შესაბამის კანონმდებლობას, რომელიც დაავალდებულებს მსხვილ ექსპორტიორ კომპანიებს, მიაწოდონ მას ინფორმაცია უცხოურ ვალუტაში აქტივების და ვალდებულებების შესახებ.