რუსეთის სასამართლომ Raiffeisenbank-ის აქციები დააყადაღა და მისი გაყიდვა დაბლოკა.
რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული Raiffeisenbank-ის აქციები MCAO Rasperia Trading Limited-ის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა. ამის შესახებ ინფორმაცია Raiffeisen Bank International(RBI)-მა გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ართულებს RBI მიერ Raiffeisenbank-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას“.
Raiffeisenbank სარჩელში მოხსენიებულია, როგორც სხვა მოპასუხეებთან კავშირში მყოფი პირი, თუმცა არ არის ბრალდებული რაიმე დანაშაულში.
RBI აღნიშნავს, რომ შეეცდება სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას „ყველა კანონიერი საშუალებით“.
აქციების დაყადაღების მიზეზად დასახელებულია MCAO Rasperia Trading Limited-ის სარჩელი Strabag-ის, კომპანიის მთავარი ავსტრიელი აქციონერებისა და Raiffeisenbank-ის წინააღმდეგ.
MCAO Rasperia Trading Limited-მა სასამართლოში საჩივარი 10 კომპანიის წინააღმდეგ აგვისტოში შეიტანა. მოსარჩელე კომპანიებს ადანაშაულებს Strabag-ზე კორპორაციული კონტროლის მითვისებაში, ასევე დივიდენდების გადაუხდელობაში. Rasperia მიყენებულ ზარალს თითქმის 2 მილიარდ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიულ Raiffeisenbank ზეწოლა შეერთებული შტატების, ისე ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან რუსეთთან კავშირების გამო გაიზარდა. დასავლეთის ქვეყნებმა ავსტრიულ ჯგუფს არაერთხელ მოსთხოვეს რუსეთის ბაზრის დატოვება.
Raiffeisen Bank International AG (“RBI”) არის AO Raiffeisenbank-ის 100%-იანი წილის მფლობელი.