ავტომატური კოსმოსური სადგური ლუნა-25, რომელიც ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან 11 აგვისტოს გაუშვეს, მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.
როსკოსმოსი აცხადებს, რომ ლუნა–25-თან კავშირი დაკარგულია. მოწყობილობასთან კავშირი 19 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:57 საათზე, გაწყდა.
როსკოსმოსმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ ლუნა-25-ს ორბიტაზე გადასვლისას „გაუთვალისწინებელი სიტუაცია” შეექმნა.
სადგურის მოძებნისა და მასთან კავშირის აღდგენის მიზნით გატარებული ღონისძიებები უშედეგოდ დასრულდა.
წინასწარი ანალიზის მიხედვით, მოწყობილობა გაუთვალისწინებელ ორბიტაზე გადავიდა, მთვარის ზედაპირს შეეჯახა.
ლუნა-25 იყო პირველი მისია მთვარეზე რუსეთის თანამედროვე ისტორიაში. წინა სადგური ლუნა–24 საბჭოთა კავშირმა 1976 წელს გაუშვა.
21 აგვისტოს ის მთვარის სამხრეთ პოლუსზე უნდა დამჯდარიყო. მისიის დროს მოწყობილობას უნდა შეემუშავებინა რბილი დაშვების ტექნოლოგია და მთვარეზე არსებული რესურსები, მათ შორის, წყალი უნდა გამოიკვლია.