ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $385 მილიონამდე შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24%-ით ნაკლებია($505,7 მილიონი).
გზავნილების კლების ძირითადი მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება გახდა. მაისში რუსეთიდან საქართველოში $155 მლნ-ის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის განახევრებულია. შემცირების მიუხედავად, რუსეთი გადმორიცხვების მიხედვით, მაინც პირველ ადგილზეა. მასზე მთლიანი გზავნილების 40,2% მოდის.
38%-ით გაიზარდა გადმორიცხვების ოდენობა აშშ-დან. 2023 წლის მაისში აშშ-დან საქართველოში $38.3 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა. შესაბამისად, აშშ საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მესამე უდიდესი წყაროა და მასზე მთლიანი გზავნილების 10% მოდის.
TOP 10 ქვეყანა საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით:
-
რუსეთი- $155 მლნ (- 50,7%);
-
იტალია – $44 მლნ (+20%);
-
აშშ – $38 მლნ (+38%);
-
საბერძნეთი – $21 მლნ(+5%);
-
ყაზახეთი – $20 მლნ(-4%);
-
გერმანია – $20 მლნ (-48,5%);
-
ისრაელი – $18 მლნ (+13%);
-
თურქეთი – $15 მლნ (+80%);
-
ესპანეთი – $5 მლნ (+ 10%);
-
საფრანგეთი – $5 მლნ (+24%).
2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ $30.9 მლნ გადაირიცხა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით მეტია.