შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

რონიკო, არტთაიმი, სილქ როუდ ენჯინიარინგი – კონკურენციის სააგენტო კონკურენტი კომპანიების მიერთებას სწავლობს

ავტორი Nona
12:27, 12 აპრილი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
კონკურენციის სააგენტო, კონცენტრაცია, კომპანიების გაერთიანება,

კონკურენციის სააგენტო

გაზიარებაგაზიარება

კონკურენციის სააგენტო სწავლობს რონიკოს, სილქ როუდ ენჯინიარინგის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ მათი კონკურენტი კომპანიების მიერთების საკითხს.

როგორც ირკვევა, ამ სამმა კომპანიამ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად  აქსესუარებისა და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში და შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის ბაზრებზე კონკურენტების შერწყმა განახორციელეს.

კერძოდ, რონიკომ შეიძინა ართთაიმის 100%, სილქ როუდ ენჯინიარინგმა ასევე, მთლიანად შეისყიდა ფარმარეა, ხოლო ფ/პ თემურ ბოლქვაძემ კომპანია ლეგომეტალის 100%.

ახლა კონკურენციის სააგენტო იკვლევს, ეს გარიგებები რამდენად იყო თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან.

სააგენტომ შემსყიდველი კომპანიები დააჯარიმა. კანონმდებლობით, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით ჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული.

ასევე, მათ დაევალათ კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შეტანა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების სააგენტოში წარმოდგენის უფლება აქვთ.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.

თეგები: ართთაიმიკონკურენციის სააგენტოლეგომეტალირონიკოსილქ როუდ ენჯინიარინგიფ/პ თემურ ბოლქვაძეფარმარეა

დაკავშირებული სიახლეები

სათვალე, ოპტიკა
ბიზნესი

სათვალეებისა და ოპტიკური ჩარჩოების რითეილერები მაღალ მოგებაზე მუშაობენ

16:08, 6 იანვარი, 2025
პორტალი, რეპსოლი, ექსა, ნავთობპროდუქტების ბაზარი, საწვავის სარეალიზაციო ქსელი, კონკურენციის სააგენტო
ბიზნესი

საწვავით მოვაჭრე კომპანიები პორტალი, რეპსოლი და ექსა ერთიანდებიან

15:21, 19 მარტი, 2024
საწვავის ფასი, კონკურენციის სააგენტო, შუალედური ანგარიში, საწვავის იმპორტი,
ეკონომიკა

მსხვილი კომპანიები საწვავს 30-35 თეთრიანი ფასნამატით ყიდიან: კონკურენციის სააგენტო

11:59, 9 თებერვალი, 2024
კონკურენციის სააგენტო, კონცენტრაცია, კომპანიების გაერთიანება,
ბიზნესი

როგორ გაერთიანდნენ „ანაგი დეველოპმენტ 2“ და „თეთრი კვადრატი ისანში“; „დიპლომატ ჯორჯია“ და კანტი“

13:11, 24 ივლისი, 2023

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved