Silicon Valley Bank-ის (SVB) გაკოტრება სხვა ამერიკული ბანკებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. SVB-ის ბევრმა კლიენტმა ანგარიშები გადაიტანა სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ Mercury-ში. ის, სავარაუდოდ, ყველაზე მოგებულია აღმოჩნდა ფინტექს ციფრულ ბანკებს შორის.
სულ რაღაც ექვს დღეში კომპანიამ $2 მილიარდზე მეტი დეპოზიტი და ათასობით კლიენტი დაიმატა.ბანკი აცხადებს, რომ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საბანკო პლატფორმას შეუძლია უკეთესი სერვისის მიწოდება სტარტაპებისთვის, ვიდრე SVB-ს.
Mercury არ არის ერთადერთი რომელმაც SVB მარცხით იხეირა. საკრედიტო ბარათების სტარტაპმა Brex-მა 3 ათასი ახალი კლიენტი დაიმატა და მილიარდობით ახალი დეპოზიტი მიიღო. Brex-მა ასევე გასცა სესხები SVB-ს ყოფილ კლიენტებზე, რათა ხელფასები გაეცათ.
ნიუ-იორკის სტარტაპს Meow-ს და ციფრულ ბანკ Rho-ს ახალი მომხმარებლების ზრდა აქვს.
ამ კრიზისიდან ყველაზე მოგებული მაინც JPMorgan იქნება, რომელმაც უკვე $2 ტრილიონზე მეტი დეპოზიტი მიიღო.
ჯერ ძნელი სათქმელია, ციფრული ბანკები შეძლებენ თუ არა ახალი კლიენტების შენარჩუნებას.თუმცა, უნდა ითქვას, რომ შესაძლო დანაკარგებისგან თავდაცვის კარგი მექანიზმები აქვთ. ციფრული ბანკები დეპოზიტებს $250 000-ის პაკეტებად ყოფენ და ძირითად პარტნიორ ბანკებში ანაწილებენ. თუ კომპანია $250 000-ზე მეტ დეპოზიტს განათავსებს, თავის მხრივ, პარტნიორებს დამატებითი თანხები თავის ქსელში არსებულ სხვა ბანკებში „გააქვთ“.
ერთ-ერთი ასეთი ბანკი, Choice ამტკიცებს, რომ მათ, სწორედ უსაფრთხოების მიზნით, არ განახორციელეს გრძელვადიანი ინვესტიციები, როგორც Silicon Valley Bank-მა ეს გააკეთა.