ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

რომელი ქვეყნები ვაჭრობობენ რუსეთთან სანქცირებული პროდუქციით – Euronews Business-ის გამოძიება

ავტორი Nona
12:58, 30 სექტემბერი, 2024
- ეკონომიკა, სიახლეები
sანქციები, რუსეთსი ექსპორტი, ყირგიზეთი, საქართველო,

civil.ge

გაზიარებაგაზიარება

Euronews Business აქვეყნებს გამოძიებას, სადაც საუბარია რუსეთთან საქნცირებული პროდუქციით ვაჭრობის მარშრუტებზე. გამოცემა ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც აკრძალვების მიუხედავად, სავაჭრო კავშირი აქვთ აგრესორ ქვეყანასთან.

სტატიაში ძირითად შუამავალ ქვეყნად დასახელებულია ყირგიზეთი, რომელსაც რუსეთი  სანქცირებული ევროპული პროდუქციის შესატანად იყენებს.

გამოცემა დაეყრდნო ბრუკინგსის ინსტიტუტის(The Brookings Institution) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებს ვაჭრობის შესახებ, რათა შეესწავლა რამდენიმე ქვეყნის ექსპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებიც რუსეთში გადაზიდვებს ახორციელებენ.

სანქცირებული საქონლის მარშრუტის დასადგენად ბრუკინგსის ინსტიტუტმა შეისწავლა სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და საქართველო. მოკვლევამ აჩვენა, რომ რუსეთი სანქცირებული საქონლის შესატანად ყირგიზეთს იყენებს.

ყირგიზეთი საქართველოსთვის ნომერ პირველ საექსპორტო პარტნიორად იქცა. ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, რომ 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ყირგიზეთში – $745.4 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 80.1%-ით არის გაზრდილი; ძირითადი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. ძვირად ღირებული ევროპული ავტომობილების საქართველოდან ყირგიზეთში ტრანსპორტირების სქემაზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტური გამოძიება Sky News-მა გამოაქვეყნა.

რომელ ქვეყნებს იყენებს რუსეთი სანქცირებული საქონლით ვაჭრობისთვის?

ყირგიზეთის ექსპორტი რუსეთში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. ამ ქვეყანაში ევროკავშირიდან ექსპორტმა 953%-ით მოიმატა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ყირგიზეთს სტრატეგიულად მოსახერხებელი ადგილი უკავია შუა აზიაში, რაც მას სატრანზიტო ქვეყნად აქცევს.

ყირგიზეთიდან განხორციელებულ ექსპორტში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ავტომობილებს, ტექნიკას და ელექტრო მოწყობილობებს. ყირგიზეთი ეხმარება რუსეთს უახლესი ევროპული ავტომობილების შეძენაში. აგრეთვე, ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებაში. ყირგიზეთიდან ხვდება რუსეთში მანქანების სათადარიგო ნაწილები, საკისრები, რომლებიც გამოიყენება ტანკებისთვის და სარკინიგზო ვაგონებისთვის და ნახევარგამტარები. ზოგიერთი შეფასებით, ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმპორტირებული მანქანების მხოლოდ 10% რჩება.

ბოლო დროს ყირგიზეთში დიდი რაოდენობით შედის ევროპიდან კოსმეტიკა, ტანსაცმელი, ჩანთები და პარფიუმერია.

თავის მხრივ, რუსეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ყირგიზეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რათა გაამარტივოს სავაჭრო გზა საქონლის ევროპაში გასატანად და პირიქით. ეს მოიცავს სარკინიგზო და საგზაო ქსელებს, რომლებიც ამ რეგიონებს აკავშირებს.

კიდევ რომელი ქვეყნები არიან ჩართული რუსეთთან ვაჭრობაში? ბრუკინგსის ინსტიტუტმა გამოავლინა ქვეყნები, საიდანაც რუსეთში ექსპორტი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. ეს ქვეყნებია გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, იტალია, ჩეხეთი და სერბეთი.

რუსეთი ყირგიზეთის ლოგისტიკას იყენებს, რათა საკუთარი პროდუქცია გერმანიაში გაიტანოს.

ფრანგული კომპანიები ასევე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ყირგიზეთის ენერგეტიკისა და წარმოების სექტორში, რათა ჩაერთონ რუსეთთან ვაჭრობაში.

იტალია ღიად ვაჭრობს რუსეთთან. იტალიური ფუფუნების საგნები რუსეთში აღწევს ყირგიზეთიდან.

რომელი პროდუქცია გადის რუსეთიდან ექსპორტზე ევროპაში?

მეორე მხრივ, რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის მარცვლეული( მათ შორის, მოპარული მარცვლეული უკრაინიდან), ყირგიზეთის პროდუქტებთან ერთად, იტალიაში ხვდება. ჰოლანდიური კომპანიები ასევე ხშირად იყენებენ ყირგიზეთს ცენტრალურ აზიასა და რუსეთის ბაზარზე წვდომისთვის. პოლონეთს აქვს მზარდი სავაჭრო კავშირები როგორც რუსეთთან, ისე ყირგიზეთთან, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ავტომობილების ექსპორტის სექტორებში.

რუსეთს, ყირგიზეთის მეშვეობით გააქვს ექსპორტზე ნავთობი და გაზი. ისევე როგორც შავი და ფერადი ლითონები, ალუმინი და სპილენძი. აღნიშნული მარშრუტით, რუსეთიდან ევროპაში ხვდება მარცვლეული,  კვების პროდუქტები, სასმელები და სასუქები.

თეგები: Euronews Businessექსპორტი ყირგიზეთშირუსეთთან ვაჭრობასანქციებისაქაღტველო<ყირგიზეთი

დაკავშირებული სიახლეები

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი, სანქციები
ეკონომიკა

რას შეეხება აშშ-ს და ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

15:22, 10 ივნისი, 2025
საქართველოს ბანკი
ბანკები და ფინანსები

„საქართველოს ბანკმა“ რუს კლიენტებს ძვირადღირებული შესყიდვები აუკრძალა

16:58, 22 მაისი, 2025
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი
ეკონომიკა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

20:50, 16 მაისი, 2025
აშშ, ლინდსი გრეჰემი
ეკონომიკა

რუსეთისთვის 500%-იანი ტარიფის შემოღებას სენატში 72 ხმა აქვს: ლინდსი გრეჰემი

11:34, 1 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

12 წუთი-ის წინ
ბიზნეს სექტორი, საშუალო ხელფასი,

I კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის კლება დაფიქსირდა: საქსტატი

33 წუთი-ის წინ
JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

1 საათის-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved