Forbes-ის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსი სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგია. მისი წლიური ხელფასი თითქმის $1,69 მილიონის ეკვივალენტია.
მეორე ადგილზეა შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამერდი წელიწადში $570 ათასიანი ხელფასით.
მესამე ადგილს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ენტონი ალბანესი იკავებს. მისი ხელფასი $413 351-ია.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წელიწადში მხოლოდ $400 ათასს იღებს. ხუთეულში ასევე მოხვდა ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი $317 077-ით.
კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო წლიურად $301,475-ს იღებს, ხოლო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი $293,727-ს.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს – წელიწადში დაახლოებით $358 ათასს. იგივეა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის ანაზღაურებაც.
მსოფლიო ლიდერებთან შედარებით, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ხელფასი საკმაოდ მოკრძალებულია. ოფიციალურად, უკრაინის ლიდერის ხელფასი ერთი წლის განმავლობაში $144,035 -ს შეადგენს. 2023 წელს მან ხელფასის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით და საბანკო პროცენტების სახით ჯამში $306,000-ის შემოსავალი მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასი წელიწადში 41,000 ლარიათვეში 3416 ლარი). 2025 წლის 1 იანვრიდან მისი ანაზღაურება თვეში 13 300 ლარი გახდება. ამდენივე იქნება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასიც.