ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჭარბი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვას იწყებს. უწყების ინფორმაციით, შეიქმნება აუდიტის სისტემა, რომელმაც უნდა გამოავლინოს მედიკამენტების აგრესიული მარკეტინგი და რეკლამირება, აგრეთვე, უნდა მოხდეს ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სამედიცინო პერსონალის და ფარმაცევტების წახალისება მედიკამენტების დანიშვნასა და გამოყენებაზე.
შესაბამის კონტროლს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განახორციელებს. სააგენტო გამოავლენს სამართალდარღვევების ფაქტებს და ფარმაცევტულ კომპანიებს ჯარიმებს და სხვა სანქციებს დააკისრებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, ამ გზით, უნდა შემცირდეს მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენება და პოლიფარმაცია. როგორც ცნობილია, პაციენტებისთვის ხდება ჭარბი მედიკამენტების გამოწერა, რაც იწვეს მაღალ დანახარჯებს მედიკამენტებზე და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში მოხმარებული მედიკამენტების 25% არასაჭირო წამლებზე მოდის. ჯანდაცვის სფეროსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თვითმკურნალობის მაღალი მაჩვენებელიც
2030 წლისთვის საქართველოში მედიკამენტების არარაციონალური გამოყენების შემთხვევების წილი 5%-მდე უნდა შემცირდეს, წერია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის 2022-2030 წლის ეროვნულ სტრატეგიაში.