ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

როგორ ზრუნავს თიბისი თანამშრომლების ლიდერული უნარების განვითარებაზე

ავტორი Nona
14:53, 3 ოქტომბერი, 2024
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
თიბისი, ლიდერობის აკადემია
გაზიარებაგაზიარება

ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა – მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია.

2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.

ლიდერობის პროგრამები სტრუქტურირებული ინიციატივებია, რომლებიც მენეჯერულ როლებში მყოფი პირების უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ამ პროგრამების უპირველესი მიზანი კონკრეტული ადამიანების ორგანიზაციული ინოვაციებისთვის, გუნდების ეფექტურად მართვისთვისა და თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებისთვის მომზადებაა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თიბისიმ Develor International-თან ერთად სპეციალური 5 თვიანი პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საერთაშორისო ტრენერები ჩამოდიან.

პროგრამა 4 მოდულს ფარავს: სტრატეგიული ხედვა, ცვლილელების მართვა, კოლაბორაცია და ადამიანების მართვა/განვითარება.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში ლიდერობის 2 პროგრამა ჩატარდა: Leading Leaders – Leadership Pipeline Institute 3 დღიანი ტრენინგი და Self-intelligence at workplace 2 დღიანი ვორქშოპი.

ამასთან, თიბისისა და Bled School of Management-ის თანამშრომლობით სლოვენიაში 5 დღიანი ლიდერობის პროგრამა ტარდება, რომელიც როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს. ცოტა ხნის წინ, თიბისის თანამშრომლები სწორედ ბლედის მენეჯმენტის პროგრამიდან დაბრუნდნენ და საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს.

ბლედის მენეჯმენტის პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ახრახაძემ პროგრამის უნიკალური სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეორიული საკითხები და ვორქშოფის ნაწილი ერთმანეთთან იდეალურად იყო შერწყმული და კომბინირებული. მისივე თქმით, პროგრამა სავსე იყო ინტერაქტიული აქტივობებით, რაც მას გამორჩეულს ხდიდა.

ქეთი კურსის ერთ-ერთმა ნაწილმა განსაკუთრებით აღაფრთოვანა – ნიჩბოსნობის აქტივობა, რომელიც მისთვისაც კი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე არასპორტული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. აქტივობა, როგორც სპორტულ ასპექტებს, ასევე დიდი დოზით გუნდურობის, ერთმანეთის გატანისა და მხარდაჭერის ელემენტებს შეიცავდა.

“საქართველოდან გაფრენამდე ვიცოდი რომ საინტერესო პროგრამა მელოდებოდა, თუმცა ქვეყანაში კიდევ უფრო განსხვავებული შეგრძნებებითა და შთაბეჭდილებებით
დავბრუნდი. საკმაოდ ძლიერ და ინფორმაციულ კურსთან ერთად, ეს ჩემს ცხოვრებაში საოცარი თავგადასავალი იყო – ახალი ადამიანების, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების აღმოჩენებით სავსე”. – გვიყვება ქეთი.

თიბისის კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ნოზაძე, რომელიც სლოვენიაში, ბლედის პროგრამაზე იმყოფებოდა ხაზს უსვამს, რომ კურსი ლიდერული უნარების განვითარებისთვის იდეალურია. როგორც თავად გვიყვება, ლექციები საკმაოდ აქტიური და პრაქტიკული იყო.

“თავად გვიწევდა გარკვეული სიმულაციების გაკეთება, შესაბამისად, ჩვენი ჩართულობაც დიდი იყო, ამიტომ სწავლის პროცესი საერთოდ არ იყო დამღლელი. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამა მორგებულია ჩვენი ორგანიზაციის რეალობასთან და საჭიროებებთან, რაზეც ნამდვილად კარგად იმუშავეს ორივე მხარემ – ჩვენმა გუნდმა და ბლედის უნივერსიტეტმა”. – აღნიშნა ნინომ.

ქეთისა და ნინოს პათოსს ლიდერობის პროგრამის მესამე მონაწილე, ლაშა დაუშვილიც იზიარებს, რომლისთვისაც ტრენინგებმა, ემოციებმა თუ მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინებს გადააჭარბა. მისი აზრით,

„ყოველთვის სასიამოვნო და დასაფასებელია, როდესაც კომპანია, რომელშიც მუშაობ, განვითარების მსგავს შესაძლებლობას გაძლევს.  კურსის ფარგლებში გვასწავლიდნენ ლექტორები რომლებსაც ეტყობოდათ, რომ ფლობდნენ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. როგორც სასწავლო გარემო ასევე ქალაქი ბლედი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო.

მნიშველოვანია, როდესაც კომპანია ცდილობს განავითაროს მენეჯერები, რომ მათ
შეეძლოთ უკეთესად მართონ პროცესები, უკეთესად შეძლონ კომუნიკაცია და იყვნენ
უფრო მაღალი დონის პროფესიონალები”, – ამბობს ლაშა.

პროგრამებში ინვესტირებით, თიბისი არა მხოლოდ თანამშრომლების უნარებს აუმჯობესებს, არამედ უწყვეტი სწავლის კულტურას ქმნის. ორგანიზაციაში დასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული, სრულად დაფინანსებული პროგრამების მიწოდებით, კომპანია მათი პროფესიული ზრდის მიმართ ერთგულებას გამოხატავს.

(რ)

თეგები: Bled School of Managementვორქშოპითიბისილიდერობის აკადემიატრენინგი

დაკავშირებული სიახლეები

პრემია ელისო
საზოგადოება

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

13:50, 15 ივნისი, 2025
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება
ბანკები და ფინანსები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

12:46, 14 ივნისი, 2025
ელისო
ბანკები და ფინანსები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

16:55, 13 ივნისი, 2025
თიბისი კონცეპტი, ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ბანკები და ფინანსები

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:46, 12 ივნისი, 2025

ბოლო სიახლეები

JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

9 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

21 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved