ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

როგორ გასცემს შინაგან საქმეთა მინისტრი მილიონობით ლარს დანამატებსა და ჯილდოებზე

ავტორი Nona
11:51, 9 მაისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
როგორ გასცემს შინაგან საქმეთა მინისტრი მილიონობით ლარს დანამატებსა და ჯილდოებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გაზიარებაგაზიარება

2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა თანამშრომლების სოციალურ დახმარებაზე, ფულად  ჯილდოებსა და სახელფასო დანამატებზე. ეს თანხა დაუსაბუთებლად გაიცა, – მიიჩნევს აუდიტის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გასცემს ინფორმაციას, ვინ და რა დამსახურებით ისარგებლა ფინანსური პრივილეგიებით.

ბოლო 5 წელიწადში ასი მილიონი ლარით გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა, 15 მილიონით – თანამდებობის პირების ხელფასები, 5 მილიონით კი – შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება.

სახელფასო დანამატები

შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 184-მა თანამშრომელმა 2021 წელს ხელფასთან ერთად ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი დანამატი მიიღო, მაგრამ არა შესრულებული სამუშაოს შემდეგ, არამედ მანამდე, წლის დასაწყისში. მინისტრის – ვახტანგ გომელაურის ამ გადაწყვეტილებას აუდიტის სამსახური ნაკლოვანებად აფასებს – დანამატების გაცემის საფუძველი დასაბუთებული არ არის, – თვლის უწყება.

რადიო თავისუფლებამ აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე მყოფმა თანამშრომლებმა მიიღეს დანამატი, თუმცა, უშედეგოდ. სამინისტრომ პირველ ჯერზე ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ „მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება არ ხორციელდება”.

უწყებამ ასევე უარი თქვა, რადიო თავისუფლებისთვის მიეწოდებინა მინისტრის ყოველთვიური ბრძანებები, რომლითაც ის თანამშრომლებზე დანამატებს გასცემდა.

„თქვენ მიერ მოთხოვნილი პარამეტრებისა და კრიტერიუმების მიხედვით, ინფორმაციის დამუშავება საჭიროებს არაგონივრულ/არაპროპორციულ ძალისხმევას, ამგვარი ხასიათის ღონისძიება შეუსაბამოა სამინისტროში არსებულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან“, – მისწერეს შს სამინისტროდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს უწყებას 19 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა, რომელთაგან 787 იყო თანამდებობის პირი.

ამ წელს უწყებამ ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში სულ 386 მილიონი ლარი გადაიხადა. უწყება საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ გამოყოფს დანამატებსა და პრემიებს და მათ ხელფასთან ერთად ითვლის. აუდიტის სამსახური წერს, რომ 2021 წელს სახელფასო დანამატმა მთლიანად გაცემული თანხის 17% შეადგინა.

სახელფასო დანამატები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი სახელფასო დანამატებს სამხედრო და სპეციალური წოდებისთვის, ნამსახურები წლების გათვალისწინებით ან მრავალშვილიანობით იღებს. აუდიტის სამსახური უთითებს, რომ გარდა ამ შემთხვევებისა, უწყებაში გავრცელებული პრაქტიკაა ფულადი ჯილდოების დაუსაბუთებლად გაცემაც.

მხოლოდ 2021 წელს, ორჯერ გაიცა 9 მილიონამდე ჯილდოები – მარტსა და დეკემბერში. პირველ ჯერზე, მარტის თვეში 5 360-მა თანამშრომელმა ჯამში 696 540 ლარი მიიღო ჯილდოდ, დეკემბერში – 27 886-მა ადამიანმა – 8 285 400 ლარი.

აუდიტის სამსახური ორივე შემთხვევაში ამ ხარჯებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან ფულადი ჯილდოს მიღების საფუძველი შეიძლება იყოს მოხელის სანიმუშო მუშაობა, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალების შესრულება. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებებში დანამატების დანიშვნის შესახებ ამგვარი საფუძვლები მითითებული არ არის.

სოციალური დახმარებები

კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ხარჯი, რაზეც აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს, სოციალური დახმარებაა. 2021 წელს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში 5 504-მა თანამშრომელმა მიიღო 3 886 948 ლარის სოციალური დახმარება.

„გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარებები არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული ბრძანების საფუძველი და დახმარების გაცემის მოტივი“, – წერს აუდიტის სამსახური.

 

ავტორი: ნასტასია არაბული

რადიო თავისუფლება

თეგები: აუდიტის სამსახურის დასკვნადანამატებიშსს

დაკავშირებული სიახლეები

ტაილანდი, სუროგაცია,
საზოგადოება

ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს: შსს

13:32, 6 თებერვალი, 2025
აშშ, დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება

ვგმობთ „ქართული ოცნების” ძალადობას მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე: აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები

18:54, 15 იანვარი, 2025
შსს, აქციის დაშლა, ლანჩის შესყიდვა
საზოგადოება

სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის 300 ათასიანი ლანჩის ტენდერი ჩაიშალა – შსს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

18:50, 18 დეკემბერი, 2024
საპროტესტო აქცია, გზის გადაკეტვა
საზოგადოება

პროევროპული აქციების ფონზე მთავრობა საჯარიმო სანქციებს ზრდის

10:28, 13 დეკემბერი, 2024

ბოლო სიახლეები

პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

21 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

3 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved