მაისში თბილისში ქირის ფასი თითქმის არ შეცვლილა. Galt&Taggart-ის მონაცემებით, იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი ბოლო 5 თვის განმავლობაში კვადრატულზე $10-ის ფარგლებშია. შესაბამისად, 2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე $9.9).
ქირის საშუალო ფასი თბილისში, $/მ2 ქირის საშუალო ფასები უბნების მიხ.$/მ2 ქირა ყველაზე ძვირი კვლავინდებურად ვაკეშია, სადაც კვადრატულის იჯარის ფასი საშუალოდ $15,8-ს შეადგენს. შემდეგ მოდის მთაწმინდა -$14,4 და საბურთალო- $12-ით. ყველაზე იაფი ქირა სამგორშია $7,6.
ქირიდან მიღებული შემოსავალი ბევრად აღემატება უცხოურ ვალუტაში დანაზოგზე დარიცხულ სარგებელს, თუმცა, უკვე ნაკლებია ლარის დეპოზიტის წლიურ შემოსავლიანობაზე.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობა და დეპოზიტის განაკვეთები