• თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციების კლება მიუთითებს, რომ როგორც რეზიდენტების, ასევე ტურისტებისა და მიგრანტების მიერ დეკემბერში ფინანსური აქტივობა, ხარჯვის დინამიკა შენელებულია, – აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
• ამასთან, უკვე იანვრის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მიმართულებით, გარკვეული აღდგენის დინამიკა შეიმჩნევა; ადგილობრივების მხრიდან გაიზარდა ხარჯვა, რასაც სეზონური ფაქტორები განაპირობებდა. არარეზიდენტების და მიგრანტების მხრიდანაც შეიმჩნეოდა ზრდა, თუმცა, ის ნოემბრის მაჩვენებელს მაინც ჩამორჩებოდა.
• ტურიზმის სექტორის ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, რეზიდენტების ხარჯების ასევე ნაკლები ზრდის ტემპი იმპორტზე უარყოფითად მოქმედებს;
• თიბისი კაპიტალის ექსპერტების პროგნოზით, გზავნილებისა და ექსპორტის მიმართულებით, შიდა ფაქტორების გამო, გასული პერიოდისაგან არსებითად განსხვავებული ტენდენცია მოსალოდნელი არ არის;
• ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადახურდავებული თანხები. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ლარის კურსზე მიმდინარე პერიოდში და გაუფასურების მიმართულებით ზეგავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, ეროვნული ვალუტა გადახრილია გაუფასურებისკენ და მისი კურსი 2025 წელს დამოკიდებული იქნება აშშ დოლარის ინდექსზე.