ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი ამბობს, რომ თავის წამგებიან კოსმოსურ კომპანიაში, Virgin Galactic-ში, ინვესტიციის ჩადებას აღარ აპირებს. ამის შესახებ Financial Times წერს.
„ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული კორონავირუსულიპანდემიის შემდეგ და Virgin Galactic-ს აქვს დაახლოებით $1 მილიარდი. ვფიქრობ, კომპანიას აქვს საკმარისი ფული იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ყველაფერს დამოუკიდებლად”, – თქვა მან.
ბრენსონმა კომპანია 2004 წელს დააარსა. Virgin Galactic-ის თვითმფრინავმა პირველი კომერციული ფრენა მიმდინარე წლის ივნისში შეასრულა.
ხომალდს მგზავრები აჰყავს დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეზე, რაც დედამიწის და კოსმოსის საზღვრად არის მიჩნეული.
კოსმოსურ ტურისტულ კომპანიას დაგეგმილ ფრენებზე უკვე 800-მდე ბილეთი აქვს გაყიდული.
ბილეთის ფასი გაიზარდა და ის უკვე $450 000-ს აღწევს.
Virgin Galactic-ს მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე მეტი წმინდა ზარალი დაუფიქსირდა და მისი შემოსავალი ბაზრის მოლოდინზე ბევრად ცუდი იყო.
Virgin Galactic-ის აქციები ორშაბათს წინა საბირჟო ვაჭრობის დროს, 11%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია, თითქმის მესამედით, $935,3 მლნ-მდე არის შემცირებული