“რიკო ექსპრესი” საბანკო პლასტიკური ბარათის გამოშვების შესახებ აცხადებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ინფორმაციით, Rico-ს Mastercard ბარათი ბაზარზე ნოემბრიდან გამოჩნდება.
M/C ბარათი ყველა მსესხებელს უფასოდ გადაეცემა, რომლითაც ფინანსური ორგანიზაციის პროდუქტებს და მომსახურებას მიიღებს, მათ შორის აიღებს სესხს და გაანაღდებს გზავნილს.
რიკოს საკრედიტო ხაზის მთავარი პროდუქტი ლომბარდია. მისოში აცხადებენ, რომ ბაზარზე მისი უპირატესობა სტაბილურის განაკვეთია და ის წლების განმავლობაში 18%-ით(წლიური განაკვეთი) განისაზღვრება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მომხმარებლების მუდმივი ჩივილი, ბაზარზე სესხის პირობების პერიოდულად განახლების შესახებ, „რიკოს“ არ ეხება.
მისოს ძირითადი შემოსავალი – 45.1 მლნ ლარი, ლომბარდიდან აქვს მიღებული (∑ 55 მლნ).
H1/2024 -ის ანგარიშით, აქტივების მიხედვით, “რიკო” ბაზარზე (34 მისო) 30% წილით არის წარმოდგენილი, სესხებით კი ბაზრის 28%-ს იკავებს.
მ/ო რიკო H1/2024 | ||
H//2024 | ||
აქტივები | 641.6 | |
სესხები | 526 | |
შემოსავალი სა% | 55.0 | |
მ.შ. ლომბარდიდან | 45.1 | |
გასავლი არა% | 14.0 | |
მ.შ. პერსონალზე | 10.5 | |
წმინდა მოგება | 26.1 | |
₾ მლნ |