შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

Sfero: შრომის ბაზრის პრობლემა არასამართლიანი თამაშის წესებია

ავტორი Nato
13:07, 5 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
Sfero: შრომის ბაზრის პრობლემა არასამართლიანი თამაშის წესებია

Aleksei Serov/ OK! Magazine Georgia

გაზიარებაგაზიარება

რა ცვლილებებს განიცდის დასაქმების ბაზარი, მართლა შეცვალა თუ არა პანდემიამ ინდუსტრია,  სად სურთ ადამიანებს ყველაზე მეტად დასაქმება და როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარება, – ამ და დასაქმების სფეროს სხვა საკითხებზე sfero.ge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სანდრო ბოლქვაძე გვესაუბრება:

– sfero.ge დასაქმების სხვა პლატფორმებისგან განსხვავებულია. რას სთავაზობთ ახალს და განსხვავებულს როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმების მსურველებს?

– sfero.ge-მ ერთ სივრცეში გააერთიანა განათლების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროცესი.  რადგან ყველა ეს მიმართულება ერთ პლატფორმაზეა თავმოყრილი, მათ შორის კავშირი სწრაფად ხდება და სამსახურის მაძიებელს უფრო მარტივად შეუძლია იპოვოს მისთვის სასურველი პოზიცია და უფრო მეტი საინტერესო კანდიდატი მიიღოს დამსაქმებელმა. ეს განასხვავებს ჩვენ პლატფორმას კონკურენტებისგან.

ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია ნახოს, თუ რამდენმა ადამიანმა გააგზავნა განაცხადი კონკრეტულ ვაკანსიაზე. განაცხადის გაგზავნის შემდეგ კი ის ხედავს, განიხილა თუ არა დამსაქმებელმა მისი განაცხადი, ან საერთოდ, გაეცნო თუ არა მას. ამ ციკლის გაციფრულება სამსახურის მაძიებელს საშუალებას აძლევს, შეიმუშაონ პრიორიტეტების სისტემა (ალგორითმი), რომელიც ვაკანსიებს დაალაგებს იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგია შეთავაზებული პირობები და რამდენად სწრაფად ეხმაურება კომპანია შემოსულ განაცხადს.

 – დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ დამსაქმებლები კვალიფიციური კადრების დეფიციტზე; ამავე დროს საქართველოში აქტუალურ პრობლემებს შორის უმუშევრობა სახელდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა. რასთან გვაქვს საქმე?

– ვაკანსიების დიდი რაოდენობა და, ამავდროულად, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ერთი შეხედვით, არის უცნაური მოცემულობა. ამის ახსნა ლოგიკურად შეიძლება, თუ გაითვალისწინებთ ქართულ ბაზარზე არსებული დასაქმების კომპანიების მუშაობის ხასიათს.

მათი მიზანი არ არის ის, რომ კომპანიამ რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს სასურველი კანდიდატი, არამედ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია გაიყიდოს. რით შოულობენ ისინი ფულს – VIP, Super VIP, Premium და ა.შ განცხადებების განთავსებით. საძიებო სისტემებში ვაკანსიების პრიორიტეტულობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენი გადაუხადა საიტს დამსაქმებელმა. ამით ზიანდება სამსახურის მაძიებლის ინტერესი, რაც, საერთო ჯამში, ანელებს სასურველი ვაკანსიის პოვნის პროცესს და ამცირებს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარეს.

ასეთმა არასამართლიანმა ბიზნესმოდელმა შრომითი ბაზრის გაუარესება გამოიწვია. ამიტომ ტექნოლოგიური კომპანიების ხედვაა შესაცვლელი, რაც საერთო ჯამში გამოიწვევს ამ ყველა პროცესის გაუმჯობესებას შრომით ბაზარზე. ტექნოლოგიის მიზანი არ შეიძლება იყოს თვითონ პლატფორმა, ტექნოლოგიის მიზანი უნდა იყოს პრობლემის მოგვარება.

– რამდენი განცხადება ქვეყნდება დღეს, თქვენს პლატფორმაზე ყოველთვიურად, პოსტპანდემიურ პერიოდში?

– Sfero-ზე ამ ეტაპისთვის თვეში 300-მდე განაცხადი ქვეყნდება. თუმცა, უკვე ვასრულებთ აპლიკაციაზე მუშაობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დაახლოებით 5-ჯერ გავზარდოთ ვაკანსიების რაოდენობა. 

– თქვენი მონაცემებით, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პოზიციები და პანდემიამდე და დღეს საქართველოში. პანდემიის შემდეგ ხომ არ გაჩნდა მოთხოვნა სრულიად ახალ პოზიციებზე?

– sfero.ge-ზე დასაქმების სრული ციკლია გაციფრულებული. ამან მოგვცა ზუსტი სტატისტიკის შემუშავების ინსტრუმენტები. ამ ეტაპზე, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ პანდემიას დიდი ცვლილება არ მოახდინა შრომით ბაზარზე. მაგალითად, 1 000 გამოქვეყნებული ვაკანსიის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაკანსიების 3.2% არის ჰიბრიდული, 1.6% არის დისტანციური, ხოლო, 95.2% – ადგილზე. რაც ცალსახად ამსხვრევს იმ მითს, რომ პანდემიამ ადამიანები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. რაც შეეხება პოზიციებს, IT სპეციალისტების პოზიციებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა, ჩემი აზრით ეს პანდემიასთან არ არის დაკავშირებული და გლობალური პროცესია.

– ყველაზე მეტი გამოხმაურება რა ტიპის ვაკანსიებზეა?

– 1 000 გამოქვეყნებული ვაკანსიის საფუძველზე, შეგვიძლია დავასახელოთ,

 Top 5 ინდუსტრია ვაკანსიების რაოდენობის მიხედვით:

  1. საცალო ვაჭრობა – 27.4%
  2. ტრანსპორტირება და შენახვა – 8.6%
  3. საბითუმო ვაჭრობა – 5.6%
  4. საკვები და სასმელი – 4.5%
  5. საკომუნიკაციო მომსახურება –  4.1%

Top  5 ვაკანსია გამოხმაურების მიხედვით:

  1. ქოლცენტრის ოპერატორი (კომუნალური ინდუსტრია) – 570 განაცხადი
  2. ქოლცენტრის ოპერატორი (საკომუნიკაციოს მომსახურების ინდუსტრია) – 468 განაცხადი
  3. მაღაზიის კონსულტანტი (საცალო ვაჭრობა) – 336 განაცხადი
  4. კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი (IT ინდუსტრია) – 318 განაცხადი
  5. უძრავი ქონების აგენტი (უძრავი ქონების ინდუსტრია) – 300 განაცხადი

– სანდრო, როგორც ვიცი, გაქვთ სტატისტიკაც – თქვენი პლატფორმის მეშვეობით დასაქმებული ადამიანების, როგორია ის?

–  Sfero–ს სტატისტიკა ამ მიმართულებით უმჯობესდება, რადგან კომპანიებმა პლატფორმაზე უნდა მიუთითონ, თუ რომელი კანდიდატი დასაქმდა. რეალური რიცხვი უფრო მაღალია. თუმცა, 2 000-ზე მეტი ადამიანი დანამდვილებით დასაქმდა ჩვენი პლატფორმის საშუალებით.

– ქართველი ფრილანსერები ბოლო წლებში აქტიურად იღებენ საერთაშორისო პლატფორმებიდან უცხოელი დამკვეთების შეკვეთებს. ხომ არ იმოქმედა განცხადებების რაოდენობაზე ამ ფაქტმა?

– ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა გავლენა იქონია დასაქმების ბაზარზე Freelance პლატფორმებმა საქართველოში, რადგან არ არსებობს სტატისტიკა. მაგრამ ბაზრის ანალიზს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო კონკურენცია ქმნის ციფრული მარკეტინგისა და ციფრული ინჟინერიის სფეროში საკადრო დეფიციტს ქართული კომპანიებისთვის.

თუ მომავალში ჩვენი კომპანიები კონკურენტუნარიანი არ იქნებიან საერთაშორისო ბაზარზე ტექნოლოგიების მიმართულებით, ჩვენ უბრალოდ გიგანტურ, შეუვსებელ დეფიციტს მივიღებთ.

– კიდევ რა პრობლემას ხედავთ საქართველოში დასაქმების ბაზარზე?

– საქართველოს ბაზარს აქვს ორი ძირითადი პრობლემა, რის გამოც შრომითი ბაზრის ფუნდამენტური ანალიზი პრაქტიკულად შეუძლებელია: პირველი, ეს არის არასამართლიანი თამაშის წესები. ამის გამო სამსახურის მაძიებლის ინტერესი ზიანდება და მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარე მინიმუმამდეა დასული. მეორე, ეს არის ბრმა გადაწყვეტილებები, რაც სტატისტიკის სიმცირემ გამოიწვია. ჩვენ ამ ორივე პრობლემაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამ პრობლემებს დავძლევთ.

 

თეგები: sfero.geდასაქმებაშრომის ბაზარი

დაკავშირებული სიახლეები

ოქროს ფასი
ეკონომიკა

ოქრო სტაბილურად ძვირდება სატარიფო გაურკვევლობის პირობებში

17:18, 4 ივნისი, 2025
დასაქმებულთა ხელფასები
ეკონომიკა

I კვარტალში საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა

11:48, 20 მაისი, 2025
საქსტატი – მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობა თვითდასაქმებულების ხარჯზე შემცირდა – რას აჩვენებს 2024 წლის სტატისტიკა

11:17, 15 მაისი, 2025
ვაჭრობის ოპერაციები, არარეზიდენტების დაფინანსება
ეკონომიკა

9600 ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 26 ათას ადამიანს აქვს: PMCG

15:17, 24 აპრილი, 2025

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved