შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

რა იცვლება მოქალაქეობის მინიჭების წესში, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს

ავტორი Nona
12:28, 12 ივნისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
რა იცვლება მოქალაქეობის მინიჭების წესში, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს
გაზიარებაგაზიარება

საქართველოს პარლამენტი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების განხილვას იწყებს.

კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესს ცვლის, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ კანონში ცვლილებებით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. 

როგორც მინისტრის განმარტებიდან ირკვევა, კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მათ შორის ის, რომ: 

  • მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი მოთხოვნა ნახევრდება.
  • მოქალაქეობის მიღების მსურველს ქართული ენის ტესტზე გასვლა შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლება. 
  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს აღარ დაიწყებს.
  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება.

„ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება დადებითი შედეგი ეს ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. დღევანდელ დღემდე მათ საქართველოში 10 წლიანი ცხოვრების ცენზი მოეთხოვებათ, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიიღებს, მათ 5 წელი მოეთხოვებათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს 8544 პირმა მიმართა, საიდანაც 97,5% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.

ამ პერიოდში საქართველომ რუსეთისა და უკრაინის 3375 მოქალაქეს მიანიჭა მოქალაქეობა. 

თეგები: იუსტიციის სამინისტრორატი ბრეგაძესაქართველოს მოქალაქეობასაქართველოს პარლამენტი

დაკავშირებული სიახლეები

საქართველოს მოქალაქეობა
საზოგადოება

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 მოქალაქეს მიანიჭეს – 66% რუსეთიდანაა

13:57, 25 აპრილი, 2025
ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა

14:15, 28 ნოემბერი, 2024
საქართველოს პარლამენტი, მე-11 მოწვევის პარლამენტი,
საზოგადოება

დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება

10:18, 25 ნოემბერი, 2024
სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნას პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა
საზოგადოება

“პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს”: შალვა პაპუაშვილი

13:16, 28 ოქტომბერი, 2024

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved