საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.9%-მა
ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი. ხოლო ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული
მომსახურება დანერგა 6.0%-მა.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები, უმეტეს შემთხვევაში, საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.0% და 83.4%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან მიიღეს.
განხორციელებული ინოვაციების 58.3% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 41.7% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნესპროცესების ინოვაციების 83.7% შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 19.3% – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 18.1% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება-მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 15.9% შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას, მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 45.3%-მა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 34.7%-მა – არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებას, ხოლო საწარმოთა 31.7%-მა – ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა დაკმაყოფილებაზე.
ბიზნესგარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს.