საქსტატის მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორებმა 2024 წელს საქართველოში 14.3 მილიარდი ლარის ხარჯი გასწიეს. ეს 10.3%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს.
ხოლო ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და 2 211.2 ლარი შეადგინა.
ყველაზე მეტ თანხას ისინი განთავსებაზე ხარჯავენ, მთლიანი ხარჯის 33.7%-ს. გასულ წელს სასტუმროსა და თუ კერძო ბინებში განთავსება მათ ერთ ვიზიტზე საშუალოდ 744,7 ლარი დაუჯდათ.
უცხოელი ვიზიტორების მთლიანი დანახარჯების 24.1% -ს საყიდლები შეადგენს, რაც საშუალოდ 532,3 ლარია.
ერთ ვიზიტორს საკვებად საშუალოდ 494.6 ლარის ხარჯის გაწევა უწევს.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ვიზიტორებს 2023 წელთან შედარებით საშუალო დანახარჯი ყველაზე მეტად გაეზარდათ საკვებზე, სასმელსა და ტრანსპორტზე, ასევე მეტი დახარჯეს საყიდლებზე. ხოლო განთავსების და გართობის ხარჯებიი შემცირებულია.