საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ საგარეო ვაჭრობის სალდო თებერვალში შემცირებულია. ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობამ თებერვალში -$507,9 მილიონი შეადგინა. ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი -$560,7 მილიონი იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს კვლავაც საგარეო ვაჭრობის მკვეთრად უარყოფითი სალდო აქვს. იმის გამო, რომ ქვეყნის ექსპორტის მოცულობა ბევრად ნაკლებია უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე. თებერვლის თვეში სალდოს შემცირება კი ნაკლებმა იმპორტმა განაპირობა.
თებერვალში უცხოეთიდან $963.6 მილიონის პროდუქცია შემოვიდა, რაც 5,5%-ით ნაკლებია იანვრის $1,02 მილიარდის იმპორტზე.
სულ საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში $2,8 მილიარდამდე იყო.
ცხრილში მოცემულია ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სალდოს მონაცემები 2020-2023 წლებში.
![](https://brg.ge/wp-content/uploads/2023/03/saldo.png)