სემეკ-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გასულ წელს გაიზარდა 20%-ით და 2,998 მლრდ კუბ.მეტრი შეადგინა.
რატომ იზრდება გაზის მოხმარება?
ზრდა გამოწვეულია მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მატებით, ასევე, გაზრდილია თბოსადგურების მიერ აირის მოხმარება.
თბოსადგურებმა 754 მლნ კუბ. მეტრი აირი მოიხმარეს, რაც მთლიანი მოხმარების 25,2%-ს შეადგენს. 2012 წელს მათი წილი 19,8% იყო.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლების წილი- 44,5%-ია.
საყოფაცხოვრებო სექტორში მოთხოვნამ 9%-ით მოიმატა, რაც ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისა და მომხმარებლების მიერ დანადგარების სიმძლავრის გაზრდით (ძირითადად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე გადასვლა) აიხსნება. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2022 წელს 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა,
მეორე მხრივ, შემცირებულია ავტოგასამართი სადგურების მოხმარება. მათი წილი ბუნებრივი აირის მთლიან მოხმარებაში 6,5%-ს შეადგენს.
ამ სექტორში მოხმარების შემცირების გამომწვევ მიზეზთა შორის იყო ფასების ზრდა ბუნებრივ გაზზე, გადასახადების ზრდა აღნიშნული ტიპის საწვავზე, ასევე, ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენცია, ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების იმპორტის ზრდა, რაც უმეტესად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტს ანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ გაზზე მოთხოვნა 2015-2020 წლებში მუდმივად მცირდებოდა. ხოლო 2021 წლიდან კლების ტენდენცია შეწყდა, 2022 წელს კი მოთხოვნამ 20%-ით მოიმატა, რაც, თავის მხრივ, ნავთობპროდუქტების გაძვირების შედეგია.
სულ არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ გასულ წელს 1,663 მლნ კუბ.მეტრი შეადგინა.