შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

რატომ გაიზარდა გაზის იმპორტი საქართველოში 

ავტორი Nona
16:14, 28 აპრილი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
რატომ გაიზარდა გაზის იმპორტი საქართველოში 

https://apa.az/

გაზიარებაგაზიარება

საქართველო თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს და მისი მოცულობა თანდათან იზრდება. შესაბამისად, მატულობს მოწოდებული აირის სანაცვლოდ გადახდილი თანხის მოცულობაც.

იმპორტირებული აირის ოდენობა განსაკუთრებით მიმდინარე ზამთრის სეზონზე გაიზარდა. მომატებულია გაზის საიმპორტო ფასიც.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში სულ $221.6 მლნ-ს 1.3 მლრდ მ³ გაზის იმპორტი განხორციელდა, რაც მოცულობით 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.6%-ით მეტია (1.2 მლრდ  მ³). ხოლო ფულად გამოსახულებაში გადახდილია 22.3%-ით მეტი ($181.2 მლნ).

საქართველოსთვის გაზის მომწოდებლები არიან:

  • აზერბაიჯანი – 924.9 მლნ მ³,( $150.3 მლნ), ფასი $162.5;
  • რუსეთი –  385.2 მლნ  მ³, ($71.3 მლნ), ფასი $185;

რუსეთიდან გაზის იმპორტი გაზრდილია 123%-ით წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მოწოდებული აირის სანაცვლოდ, რუსეთში 385.2 მლნ  მ³ გადაირიცხა,

წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა 0.7%-ით.

წელს თითქმის 16%-ით არის გაზრდილი გაზის საიმპორტო ფასი. თუ შარშან პირველ კვარტალში 1000 მ³ გაზის შესყიდვის ფასი $146 იყო, წელს მისი ფასი $169.1 გახდა.

გაზი ელექტროენერგიისთვის

რატომ გაიზარდა გაზის იმპორტი? როგორც ირკვევა, მთავრობამ ამჯობინა, ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის დეფიციტი ადგილობრივი თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით შეევსო. თბოელექტროსადგურებს კი წარმოების გასაზრდელად ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა დასჭირდათ და მისი იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა.

სემეკის თავმჯდომარის – დავით ნარმანიას განმარტებით, თურქეთში ელექტროენერგიის სიძვირის გამო საქართველომ ამჯობინა, ადგილობრივი თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგია შეესყიდა. შესაბამისად, საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის მინიმალური იმპორტი განახორციელა.

მისი თქმით, „სისტემამ უფრო იაფად მიიღო თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგია. ის ფასით სჯობდა თურქეთიდან იმპორტირებულს, სადაც კილოვატი ენერგიის ტარიფი მინიმუმ 20-21 ცენტია. ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნებას ამან შეუწყო ხელი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

თებერვალში ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებულმა გაზის რაოდენობამ 153.4 მლნ.მ³ შეადგინა, რაც 132%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2022 თებერვალი – 66 მლნ.მ³)

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით, თებერვალში თბოელექტროსადგურებმა 642.8 გეგავატ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 94%-ით მეტია წინა წლის თებერვლის მაჩვენებელზე (2022 თებ: 331.3 გეგავატ.სთ).

ამავე პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, წინა წლის თებერვალთან შედარებით, 23.1%-ით შემცირდა და 338.9 გეგავატ.სთ შეადგინა (2022 თებ: 440.7 გეგავატ.სთ).

თეგები: ESCOბუნებრივი აირის იმპორტიგაზის ფასიდავით ნარმანიასემეკი

დაკავშირებული სიახლეები

ლაშა აბაშიძე, საქართველოს რკინიგზა
ეკონომიკა

“საქართველოს რკინიგზის” გენდირექტორი დავით ფერაძის ნაცვლად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

15:29, 7 მაისი, 2025
მელიორაცია, მორწყვა, სარწყავი სისტემა
ეკონომიკა

სემეკმა შპს „საქართველოს მელიორაციას“ ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა დაავალა

15:40, 18 ივლისი, 2024
სემეკი, ენერგეტიკული ბირჟა,
ეკონომიკა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს: სემეკი

16:07, 4 ივლისი, 2024
დავით ნარმანია: სემეკის მიერ  ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება
ეკონომიკა

სემეკი კომუნალური კომპანიების მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს 

10:21, 12 აპრილი, 2024

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

22 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

23 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved