ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

რატომ არის სუპერმარკეტების ბიზნესი მომგებიანი

ავტორი Nona
19:34, 8 მაისი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
რატომ არის სუპერმარკეტების ბიზნესი მომგებიანი

https://fresco.ge/

გაზიარებაგაზიარება

სუპერმარკეტების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. მისი მომგებიანობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც მაღალი ინფლაციის, ტურიზმისა და მიგრანტების დანახარჯების ზრდის გამო მოხდა. ამასთან ერთად, გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯებიც. ასეთი შედეგი აჩვენა TBC Capital-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ საქართველოს სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) შესახებ.

2022 წელს ეს სექტორი წლიური 37%-ით გაიზარდა და მისმა ბრუნვამ 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

რატომ ხარჯავს მოსახლეობა მარკეტებში მეტ ფულს? 

გაზრდილი ხელფასი: კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო პროდუქტებზე დანახარჯების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ქვეყანაში ნომინალური ხელფასის ზრდაა.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ქვეყანაში ნომინალურმა ხელფასმა სამომხმარებლო ფასებზე მეტად მოიმატა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი.

კვლევის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ მოსახლეობის მიერ სამომხმარებლო პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც გარკვეულწილად საშუალო კლასის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

მიგრანტები: სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მომატებულმა დანახარჯებმა, ასევე მიგრანტებმაც.

ქვეყანაში შემოსული მიგრანტების მატებამ FMCG-ის ბაზრის მოცულობა კიდევ უფრო გაზარდა. FMCG-ის ბაზრის ზრდა ძლიერი იყო როგორც თბილისში, ისე რეგიონში. მიგრანტები კი ძირითადად ამ ქალაქებში არიან. მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი მათი შემოსავლები, რაც მათ საშუალებას აძლევდა მეტი დაეხარჯათ.

ტურიზმის აღდგენა: მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ასევე თავისი წვლილი შეიტანა სამომხმარებლო პროდუქციის გაზრდილ გაყიდვებში, ტურისტებია.

საქართველოში შარშან ტურიზმის სექტორი აღდგა და როგორც კვლევის ავტორები ვარაუდობენ, ეს აღდგენა წელსაც გრძელდება. შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციის გაყიდვები წელსაც მომიმატებს.

TBC Capital-ის მკვლევრების პროგნოზით, მაღალი კონკურენციის პირობებშიც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სექტორის საშუალოდ წლიური ზრდა 12% იქნება.

დიდი ზომის სუპერმარკეტები FMCG-ის ბაზარზე წილებს ასე ინაწილებენ:

ნიკორა – 18.1%
ორი ნაბიჯი – 17.0%
სპარის სხვა ფრენჩაიზები (დეილი, სპარი) – 16.8%
კარფური – 15.0%
მაგნიტი – 10.8%
გუდვილი – 4.3%
აგროჰაბი – 4.1%

ბოლო წლებში ბაზარზე მცირდება შედარებით მცირერ ზომის კომპანიების წილი. 2022 წელს ისინი ბაზრის 13.8%-ს იკავებდნენ.

შედარებით მცირე კომპანიების წილი ბაზარზე:

ფრესკო – 3.1%
მემო/უნივერსამი – 3.0%
ზღაპარი – 3.0%
მადაგონი – 2.2%
ევროპროდუქტი – 1.3%
ექსპრეს ქსელი – 1.1%
სმარტი – 0.9%

თეგები: FMCG სექტორისამომხმარებლო პროდუქციასუპერმარკეტები

დაკავშირებული სიახლეები

საცალო ვაჭრობა, ფრესკო, კარფური, ორი ნაბიჯი, ნიკორა,
ბიზნესი

2025-28 წლებში საცალო ვაჭრობის სექტორი წლიურად 8%-ით გაიზრდება: Galt & Taggart

14:13, 27 თებერვალი, 2025
სუპერმარკეტების ქსელი ძირითადად რეგიონების ხარჯზე განაგრძობს ზრდას: FMCG-ის კვლევა
ბიზნესი

სუპერმარკეტების ქსელი ძირითადად რეგიონების ხარჯზე განაგრძობს ზრდას: FMCG-ის კვლევა

13:12, 8 აგვისტო, 2024
„ნიკორას”, „2 ნაბიჯის”, „კარფურისა” და „სპარის” წილი ბაზარზე 21%-ია – Galt&Taggart
ბიზნესი

„ნიკორას”, „2 ნაბიჯის”, „კარფურისა” და „სპარის” წილი ბაზარზე 21%-ია – Galt&Taggart

17:29, 29 იანვარი, 2024
როგორ ინაწილებენ სუპერმარკეტები ბაზრის წილებს – TBC Capital-ის კვლევა
ეკონომიკა

როგორ ინაწილებენ სუპერმარკეტები ბაზრის წილებს – TBC Capital-ის კვლევა

19:54, 4 მაისი, 2023

ბოლო სიახლეები

ნავთობის ფასი, ირანი, ისრაელის თავდასხმა

ნავთობი ირანზე ისრაელის თავდასხმის საფრთხის გამო ძვირდება

1 საათის-ის წინ
ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

3 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

14 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

20 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

20 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved