შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

რას მოუხერხებს აშშ ვაგნერის დაჯგუფებას უკრაინასა და სუდანში

ავტორი Nona
21:06, 26 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
რას მოუხერხებს აშშ ვაგნერის დაჯგუფებას უკრაინასა და სუდანში

https://sumbawanews.com/

გაზიარებაგაზიარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 24 აპრილს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის გასამხედროებული დაჯგუფება ვაგნერი სუდანში კონფლიქტის გამძაფრების საფრთხეს ქმნის.

„ჩვენ შეშფოთებით ვეკიდებით პრიგოჟინის ჯგუფის, ვაგნერის მონაწილეობას სუდანში“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ვაგნერს, რომელიც საბრძოლო ოპერაციებშია ჩართული მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისევე, როგორც უკრაინაში, ყველგან „მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს”.

როგორ არის ჩართული ვაგნერი სუდანის კონფლიქტში

ევგენი პრიგოჟინი და მისი დაჯგუფება ყურადღების ცენტრში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცნენ, მაგრამ ის სხვა ქვეყნებში არსებულ სამხედრო კონფლიქტებშიც არანაკლებ აქტიურობს, რაც სუდანში მიმდინარე დაპირისპირებითაც დასტურდება.

სამხედრო სპეციალისტები ამერიკის მთავრობას ურჩევენ, შეაგროვოს, გააანალიზოს და გაასაჯაროოს ვაგნერის საქმიანობის შესახებ მტკიცებულებები, რათა მას არაერთ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ევგენი პრიგოჟინი

დაპირისპირება სუდანში გენერალ მოჰამედ ფატაჰ ალ-ბურჰანის სუდანის არმიასა (SAF) და გენერალ მუჰამედ მამდან დაგალოს (ჰემედტის) გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის მიმდინარეობს.

რუსეთი, ვაგნერის მეშვეობით, ჩართულია ამ კონფლიქტში, რათა ხელისუფლებაში მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ძალა მოიყვანოს.

ვაგნერი, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი, სუდანში 2017 წლის დეკემბერში ჩავიდა, რათა სამხედრო მხარდაჭერა გაეწია მაშინდელი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირისთვის. მანამდე მოსკოვი შეუთანხმდა ალ-ბაშირს, რომ ოქროს მოპოვებაზე მიიღებდა ნებართვას რუსული M-Invest-თვის, რომელიც პრიგოჟინთან და ვაგნერთან არის დაკავშირებული.

ვაგნერმა სუდანში საქმიანობა გააგრძელა 2019 წლის აპრილის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგაც, როცა ალ-ბაშირი ხელისუფლებას ჩამოაცილეს. პრიგოჟინმა გარდამავალ მთავრობასთან მორიგება მოახერხა. მოგვიანებით კი მხარი დაუჭირა 2021 წლის სამხედრო გადატრიალებას და ხელისუფლებაში მოიყვანა მთავრობა, რომელიც რუსეთთან კარგი ურთიერთობით იყო დაინტერესებული.

ვაგნერს ორი ძირითადი ინტერესი ჰქონდა სუდანში:

მთავარი იყო ოქროს მოპოვება: მოსკოვსა და ხარტუმს შორის გარიგების საფუძველზე, M-Invest-ის შვილობილმა Meroe Gold-მა სუდანში ოქროს მოპოვებისა და მისი კონტრაბანდის ქსელი შექმნა. მიღებული შემოსავალი ვაგნერის ოპერაციების დაფინანსებას ხმარდებოდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის უპირველესი ინტერესი სუდანში ოქროს კონტრაბანდული ქსელის შენარჩუნებაა.

ვაგნერს მეორე მისიაც აქვს სუდანში – წითელი ზღვის საზღვაო ბაზის შექმნა: რუსეთს დიდი ხანია სურს, ჰქონდეს წვდომა წითელ ზღვაზე. 2020 წლის ბოლოს მოსკოვმა ხარტუმი რუსული საზღვაო ბაზის შექმნაზე დაითანხმა. ბაზაზე უნდა განთავსებულიყო საზღვაო ლოგისტიკური ცენტრი, 300-კაციანი პერსონალითა და ოთხი საზღვაო ხომალდით, მათ შორის ბირთვული გემებით.

სუდანის გარდამავალმა მთავრობამ 2021 წლის აპრილში შეაჩერა საზღვაო ბაზის შექმნის გეგმა ნაწილობრივ აშშ-ის ზეწოლის გამო.

2021 წლის გადატრიალების შემდეგ რუსეთი კვლავ შეეცადა პოზიციების გამყარებას წითელ ზღვაზე და ახლაც ელოდება პოლიტიკურ ცვლილებას, რათა ბაზის მოწყობის საშუალება მიეცეს. ამიტომ ის ვაგნერის მეშვეობით ეცდება, მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა მის სასარგებლოდ დასრულდეს.

ვაგნერი, სავარაუდოდ, ჩართულია კონფლიქტში მისი სხვა რეგიონული დაჯგუფებებით ბაზებიდან, რომელიც ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ხალიფა ჰაფთარი, ვაგნერის ლიბიელი პარტნიორი, მხარს უჭერდა RSF-ს.

ვრცელდება ხმები იმის შესახებაც, რომ RSF-ის გენერალმა ჰემედტიმ ვაგნერს დახმარებისთვის მიმართა.

გენერალი ჰემედი-RSF-ის ხელმძღვანელი /Reuters

აშშ-ის მთავრობა ამჟამად ცდილობს, სუდანში გარე აქტორების ჩართულობა მინიმუმამდე შეამციროს. სამხედრო ექსპერტები ურჩევენ, რომ ეს შეეხოს ვაგნერსაც.

სამხედრო სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი ულტიმატუმი ამ შემთხვევაში ნაკლებად გამოდგება, მაგრამ საჭიროა, ყურადღებით აკონტროლონ ვაგნერის როლი და ინტერესები სუდანში და გაასაჯაროონ საიდუმლო მასალები მისი დანაშაულების შესახებ.

„პუტინის შეფ-მზარეულის” მილიარდიანი კონტრაქტები 

ევგენი პრიგოჟინის ფირმებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტებიდან რეკორდული შემოსავლები მიიღეს. მის ბიზნესს ვერ აბრკოლებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან კონფლიქტი და ჯარისთვის უხარისხო საკვების მიწოდება.

ვაგნერის ხელმძღვანელი თავდაცვის სამინისტროს სასტიკად აკრიტიკებს, მისი დაქირავებული სამხედროები კი – აგინებენ. მიუხედავად ამისა, პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ფირმებმა ომის განმავლობაში შოიგუს უწყებისგან რეკორდული მოგება მიიღეს.

ერთ წელიწადში რამდენჯერმე გაიზარდა პრიგოჟინის იმ კომპანიების მოგება, რომლებიც ჯარს კვებავენ. ყველაზე დიდი თანხა კომპანია რადიუსმა გამოიმუშავა – 672 მილიონი რუბლი ($8 მილიონი).

ასევე, გაიზარდა მისი კომპანია შპს გლავნაია ლინიას მოგება, რომელიც სამხედროებს სურსათით ამარაგებს.

რეკორდულია მეგალაინის შემოსავალიც, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის სამხედრო ბანაკებს აშენებს. 2022 წლის ბოლოს მისმა წმინდა მოგებამ 411 მილიონი რუბლი ($5 მილიონი) შეადგინა.

ახლა კომპანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახალი სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების პროცესშია.

თეგები: M-InvestMeroe Goldევგენი პრიგოჟინიენტონი ბლინკენივაგნერიმოჰამედ ფატაჰ ალ-ბურჰანიმუჰამედ მამდან დაგალოომარ ალ-ბაშირისერგეი შოიგუსუდანი

დაკავშირებული სიახლეები

სომხეთი, ევრაზიული კავშირი
ეკონომიკა

სომხეთი აცხადებს, რომ არ აპირებს ევრაზიული კავშირის დატოვებას

11:17, 14 იანვარი, 2025
ენტონი ბლინკენი
საზოგადოება

“აშშ ამზადებს დამატებით სანქციებს „ქართული ოცნების” წინააღმდეგ”: ენტონი ბლინკენი

10:44, 5 დეკემბერი, 2024
ენტონი ბლინკენი
საზოგადოება

“საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად”: ენტონი ბლინკენი

10:38, 28 ოქტომბერი, 2024
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
საზოგადოება

აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონის დახმარებას უჩერებს

19:56, 31 ივლისი, 2024

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

22 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

23 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved