უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოში 2022/23 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმობარგებამ, რაც განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს,- აღნიშნულია კვლევაში, რომელიც Galt&Taggart-მა ჩაატარა.
კვლევის მონაცემებით, მიმდინარე სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 43%-ით მეტი უცხოელი სტუდენტია ჩარიცხული, 2021/22 წელთან შედარებით.
2022/23 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 15.2%-ს შეადგენდნენ.
სტუდენტების უმეტესობა ინდოეთიდან (52.1% 2022/23 წლებში), იორდანიიდან (8.7%) და ისრაელიდანაა (5.5%).
მათი უმრავლესობა (74.6%) კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს.
ჯანდაცვისა სამაგისტრო პროგრამები რჩება ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სტუდენტებს შორის. 2022/23 წლებში ჩარიცხულთა 88.1% ამ სპეციალობაზე სწავლობს.
სულ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2010-22 წლებში 20-ჯერ გაიზარდა და წელს 25.1 ათასს მიაღწია.