საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა 2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 40.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მაგრამ ამავდროულად, შემცირებულია თითოეულ ვიზიტზე სტუმრის მიერ გაწეული საშუალო ხარჯი. 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, ერთი ვიზიტორის საშუალო ხარჯი 31.7%-ით შემცირდა და 1 898.6 ლარი შეადგინა.
რაში ხარჯავენ ვიზიტორები ფულს?
საქართველოში შემოსული ვიზიტორების ხარჯებში ყველაზე დიდი წილი, ტრადიციულად, საკვებს და სასმელს უკავია. ასევე, საკმაოდ დიდი ხარჯია მათ მიერ განთავსებაზე გადახდილი თანხაც.
ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯის ოდენობა ასე გამოიყურება:
-
საკვები და სასმელი – 570 ლარი (მთლიანი ხარჯის 30%)
-
განთავსება – 522,5 ლარი (მთლიანი ხარჯის 27,5%)
-
საყიდლები – 418,6 ლარი (22,1%)
-
გართობა – 213,1 ლარი (11,2%)
-
ადგილობრივი ტრანსპორტი – 144,1 ლარი (7,6%)
-
სხვა ხარჯი – 30,4 ლარი (1,6%)
2023 წლის I კვარტალში საქართველოში 1.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვეყანაში შემოსული ყოველი მეოთხე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქე იყო – 220.7 ათასი, რაც 4-ჯერ არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ვიზიტორების რიცხვით მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 15%-იანი წილით.